Friday, June 14, 2013

გუდაური - პირველი დღის შთაბეჭდილებები

განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმის მომზადების შაბლონი. გავეცანი ინტელის სასწავლო კურსის პროექტების მაგალითები დაწყებითი საფეხურისთვის.

მაგალითებმა გამაოცა... გამაოცა ნებისმიერი საკითხის, თემის ცხოვრებისეულ პრობლემებთან დაკავშირების შესაძლებლობამ, გაბსხვავებული საკითხების ინტეგრაციის შესაძლებლობამ...., გულიც დამწყდა, რომ აქამდე არ მქონდა მათთან წვდომა.
გამიჩინა სურვილი მსგავსი პროექტული სწავლების დანერგვისა ჩემს სკოლაში... გამომივა?... დირექტორს შევთავაზებ მომავალი წლის სასკოლო გეგმაში დაიგეგმოს სკოლაში  სასწავლო პროექტების განხორციელება...დავაკავშიროთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებისა და აზროვნების ზედა დონის საფეხურების განვითრებასთან.

მოკლედ დღევანდელმა დღემ გამიფართოვა თვალთახედვა.
მაინტერესებს რა იქნება ხვალ... 

No comments:

Post a Comment