Monday, June 17, 2013

მე-4 დღე


პირველი ნაწილი - ტრენერი ნინო ლაბარტყავა
გამოვყავით ადამიანთა 3 ტიპი:
  • კინესტეტიკური
  • აუდიო
  • ლინგვისტური 
....
განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი განვითარების თეორია.

ყურადღება გავამახვილეთ მოსწავლეთა თვითრეგულაციის ხერხებზე. მნიშვნელოვანია:
  1. რწმენა (ამისათვის საჭიროა ზუსტი რეკომენდაციები და ეს მასწავლებელზე ბევრწილადაა დამოკიდებული)
  2. ცოდნა (მოსწავლესთვის მისთვის დამახასიათებელი სტრატეგიების ცოდნა)
  3. მოტივაცია
  4. ნებისყოფა


მეორე ნაწილი - ტრენერი კახა ჯღენტი

დავუბრუნდით სასწავლო პროექტების გეგმებს:

ჩვენს  სასწავლო პროექტის გეგმაში გამოვყავით  ერთი აქტივობა და შევიმუშავეთ ამ აქტივობის შეფასების სამი კრიტერიუმი. ვფიქრობ ამ დავალების შესრულება კარგად გამოგვივიდა.
მომდევნი დავალება: მოსწავლეთათვის დამხმარე საშუალებების შემუშავება (მიმართულების მიმცემი). აქ ჯგუფის აზრი გაიყო, რამაც დავალების შესრულებაში არეულობა შეიტანა. საღამოს დავასრულებთ.


ხვალ სასწავლო პროექტის პრეზენტაციისთვის ვემზადებით.

No comments:

Post a Comment