Tuesday, June 18, 2013

მე-5 დღე - დღეს დიდი დღეა!

დღეს ყველა ჯგუფი წარმოადგენს თავის სასწავლო პროექტების პრეზენტაციას.

ჩვენი ჯგუფის   მასალები:

სასწავლო პროექტის პრეზენტაცია

მალე იქნება


მასწავლებლის დამხმარე საშუალება (მიმართულების მიმცემი შეკითხვები):


მოსწავლეების I ჯგუფის შესრულებილი პრეზენტაცია


შეფასების სქემები:

მალე იქნება

Monday, June 17, 2013

მე-4 დღე


პირველი ნაწილი - ტრენერი ნინო ლაბარტყავა
გამოვყავით ადამიანთა 3 ტიპი:
  • კინესტეტიკური
  • აუდიო
  • ლინგვისტური 
....
განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი განვითარების თეორია.

ყურადღება გავამახვილეთ მოსწავლეთა თვითრეგულაციის ხერხებზე. მნიშვნელოვანია:
  1. რწმენა (ამისათვის საჭიროა ზუსტი რეკომენდაციები და ეს მასწავლებელზე ბევრწილადაა დამოკიდებული)
  2. ცოდნა (მოსწავლესთვის მისთვის დამახასიათებელი სტრატეგიების ცოდნა)
  3. მოტივაცია
  4. ნებისყოფა


მეორე ნაწილი - ტრენერი კახა ჯღენტი

დავუბრუნდით სასწავლო პროექტების გეგმებს:

ჩვენს  სასწავლო პროექტის გეგმაში გამოვყავით  ერთი აქტივობა და შევიმუშავეთ ამ აქტივობის შეფასების სამი კრიტერიუმი. ვფიქრობ ამ დავალების შესრულება კარგად გამოგვივიდა.
მომდევნი დავალება: მოსწავლეთათვის დამხმარე საშუალებების შემუშავება (მიმართულების მიმცემი). აქ ჯგუფის აზრი გაიყო, რამაც დავალების შესრულებაში არეულობა შეიტანა. საღამოს დავასრულებთ.


ხვალ სასწავლო პროექტის პრეზენტაციისთვის ვემზადებით.

Sunday, June 16, 2013

მე-3 დღე

პირველი ნაწილი -  ტრენერი მერაბ ლაბაძე
საავტორო უფლებები და რესურსების გამოყენების ლიცენზიათა სახეები.


მეორე ნაწილი - ტრენერი კახა ჟღენტი


გავწერეთ ჩვენი სასწავლო პროექტების სასწავლო პროცედურები.

ჯგუფგებში ვიმსჯელეთ 3 საკითხზე: 
  1. აქტივობებისა და პროექტების განხორციელებისას, როგორ ვზრუნავ მოსწავლეებში სტანდარტებით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაზე?
  2. როდესაც მოსწავლეები თვითონ არიან პასუხისმგებლები თავიანთ სწავლაზე, რამდენად დარწმუნებული ვართ, რომ ისინი ყველა მნიშვნელოვან საკითხს შეისწავლიან?
  3. როგორ უზრუნველვყოფ თითოეული მოსწავლის ანგარიშვალდებულებას ჯგუფური მუშაობის დროს?
ამაზე ყველა მასწავლებელი უნდა დაფიქრდეს!

დავალება: მოსწავლის აქტივობის შედეგად შესრულებული სავარაუდო ნამუშევრის შექმნა.

Saturday, June 15, 2013

მე-2 დღე - პროექტებზე დაფუძნებული სწავლება

 ჯგუფებმა წარმოადგინეს თავიანთი დავალებები.

ჩვენი ჯგუფის თემა: "რაში სჭირდება ადამიანს ოთხფეხა მეგობარი". თემა შეეხება ადამიანის პიროვნული მახასითებლებს, კერძოდ ერთგულებას და მეგობრობას, ადამიანის დამოკიდებულებას ძაღლებთან, მაწანწალა ძაღლებს. 

განვსაზღვრეთ პროექტის სტანდარტები და მიზნები, რომელიც მოიცავდა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვებებს და საგნობრივი სტანდარტებს.

დავწერეთ მიზნის მისაღწევი აქტივობები ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით დაბლიდან მაღლისკენ.

ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითვები. განვიხილეთ ამ კითხვების ჩამოყალიბების ხერხები.

და ბოლო....შეფასება....
უნდა ჩამოგვეყალიბებინა შეფასების გეგმა ანუ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი. შეფასების ხერხების მონახაზი დროში: პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, პროექტზე მუშაობის დროს და პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ.

დღეს ბევრი ვიკამათეთ ჯგუფში.... რას იზამ, ძიების პროცესში ვართ ...

Friday, June 14, 2013

გუდაური - პირველი დღის შთაბეჭდილებები

განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმის მომზადების შაბლონი. გავეცანი ინტელის სასწავლო კურსის პროექტების მაგალითები დაწყებითი საფეხურისთვის.

მაგალითებმა გამაოცა... გამაოცა ნებისმიერი საკითხის, თემის ცხოვრებისეულ პრობლემებთან დაკავშირების შესაძლებლობამ, გაბსხვავებული საკითხების ინტეგრაციის შესაძლებლობამ...., გულიც დამწყდა, რომ აქამდე არ მქონდა მათთან წვდომა.
გამიჩინა სურვილი მსგავსი პროექტული სწავლების დანერგვისა ჩემს სკოლაში... გამომივა?... დირექტორს შევთავაზებ მომავალი წლის სასკოლო გეგმაში დაიგეგმოს სკოლაში  სასწავლო პროექტების განხორციელება...დავაკავშიროთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებისა და აზროვნების ზედა დონის საფეხურების განვითრებასთან.

მოკლედ დღევანდელმა დღემ გამიფართოვა თვალთახედვა.
მაინტერესებს რა იქნება ხვალ...